Monday, March 14, 2011

ინგლისური ენის ისტორია


პროექტის სახელი: ინგლისური ენის ისტორია
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და შეიტყობენ უფრო მეტს იმ ენის შესახებ,რომელსაც სწავლობენ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ინგლისის ქვეყანას, ე.წ . დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს. შეისწავლიან ინგლისური ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას,ქვეყნის მდებარეობას რუკაზე,დედაქალაქს,ეროვნულ დროშას,გერბს.მოძებნიან ისეთ სიტყვებს რომლებსაც საერთო მნიშვნელობა და გამოთქმა აქვთ ინგლისურად,ქართულად და რუსულად(ტერმინოლოგია,ტექნიკური სიტყვები და სხვა.).
მონაწილეთა ასაკი/კლასი:  11 წელი.  VI  კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შეიტყობენ უფრო მეტს იმ უცხო ენის სესახებ, რომელსაც სწავლობენ.გაიღრმავებენ ცოდნას და ლექსიკურ მარაგს ინგლისურ ენაში.განუვითარდებათ საუბრის,ზეპირიმეტყველების უნარ–ჩვევები,რაც დაეხმარებათ როგორც უცხო ენის ისე სხვა სასწავლო დისციპლინების შესწავლასა და განვთარებაში.
სარგებელი სხვებისთვის:  მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გააცნონ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ინგლისი,ეგრეთწოდებული დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ინგლისური ენის ისტორია,თუ რა განვითარების საფეხურები გამოიარა ინგლისურ ენამ.დაეხმარებიან მათ ინფორმაციის მოძიებაში.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არიან.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტში ჩანს შემდეგ საგნებთან ინტეგრირება:ინგლისური,ისტორია,გეოგრაფია, რუსული და ი.ს.ტ.
მოსწავლეები  თავად მოიძიებენ  ისტორიის სახელმძღვანელოში  ან ინტერნეტის საშუალებით ინგლისის შესახებ იმფორმაციას.ასევე გეოგრაფიაშიც, გაგვაცნობენ მის მდებარეობას რუკაზე და სხვა საჭირო მასალებს. ხოლო რუსულში მოახდენენ შედარებას ისეთ სიტყვებთან, რომლებსაც ერთნაირი გამოთქმა ექნებათ  ინგლისურად და რუსულად(ტერმინოლოგია,ტექნიკური სიტყვები და სხვა.)ამ ყველაფერს მოსწავლეები გადმოგვცემენ ინგლისურ ენაზე,რაც ძალიან დაეხმარებათ მათ მეტყველების უნარ–ჩვევის და ლექსიკის განვითარებაში. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით,      
პროექტის ფასილიტატორი:  ნანა მახოხაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:  nanakaraleti@gmail.com